Sunday, March 19, 2017

დღე მეცხრე

  დღეს ტრენინგის ბოლო დღეა, მინდა შევაჯამო ჩვენი მუშაობა: 14 წელია სკოლაში ვარ და ასეთი დატვირთული და შრომატევადი ტრენინგი არ გამივლია,თან ძალიან საინტერესო. მიყვარს გამოწვევები,რაც უფრო რთულია მით უფრო საინტერესოა.გუშინ არ ვესწრებოდი ობიექტური მიზეზის გამო, ამიტომ დღეს ვისწავლე გასული საკითხები მაგ.ახალი ღილაკის შექმნა ბლოგზე და დრაივის ბლოგთან დაკავშირება.დეტალებზე აღარ ვისაუბრებ,ვეცდები ჩემი ცოდნის ტრანსფერი განვახორციელო,ვიყო მუდამ აქტიური. უფრო თავდაჯერებული ვბრუნდები სკოლაში
  წარმატებებს ვუსურვებ ჩემს ჯგუფს და ყველა პედაგოგს. საინტერესო პრეზენტაციები მოვისმინე. მიხარია, რომ პირველი ნაბიჯი წარმატებით გავიარე და 2 კრედიტი დავიმსახურე.მადლობა ტრენერს კარგი ტრენინგისთვის და თანამშრომლობისთვის, ბატონ დავით ნოზაძეს

Sunday, March 12, 2017

დღე მეშვიდე

დღეს შეფასების რუბრიკები გავიარეთ, ვნახეთ მრავალფეროვანი რუბრიკები,საიდანაც შესაძლებლობა გვაქვს მოვარგოთ ჩვენს პროექტს.ასევე ვნახეთ სხვადასხვა საიტები პრეზენტაციების გასაკეთებლად.ზედაპირულად გავიმეორეთ გავლილი მასალა.ვემზადებით შემაჯამებელი დღისთვის.ჯგუფი ნერვიულობს,მაგრამ ერთი მსმენელი გვახალისებს და პოზიტივის პონზე ვმუშაობთ.კარგი გვანწყობა გვაქვს დაღლის მიუხედავად.

Saturday, March 11, 2017

დღე მეექვსე

ყოველი მომდევნო დღე უფრო საინტერესოა,დასასრულისკენ მივექანებით.რაც მეტს ვსწავლობ მით მეტის სურვილი მიჩნდება,ბევრი მასალა მომიგროვდა ძალიან,თავი უნდა გავართვა,დღეს ზოგიერთი საკითხი გავიხსენე ზოგიც ვისწავლე:უკუკავშირის ფორმები( კომენტარების გაკეთება),ბლოგზე კომენტარების გაკეთება,განვიხილეთ საავტორო უფლებების დოკუნენტები,გავიმეორეთ პაუერ პოინტი-2 პრეზენტაცია გვაქვს გასაკეთებელი

Sunday, March 5, 2017

დღე მეხუთე

დღევანდელი ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო.ვისწავლე ტესტის შედგენა იმეილზე,დახარისხება,სურათების გადაღება.სტატისტიკისთვის ძალიან საინტერესო მეთოდია

Saturday, March 4, 2017

დღე მეოთხე

ვისწავლე  დრაივის გამოყენება,მასალების ატვირთვა ამ პროგრამაში,როგორ გავხადო საჯარო ან მიუწვდომელი და ა.შ

Sunday, February 26, 2017

დღე მესამე

განვიხილეთ 21 საუკუნის დოკუნენტები, ის საკითხები რომლებიც გვჭირდება მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების დასაწერად. ვნახეთ ზოგადი ,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.ვისწავლეთ სიგელის,ბუკლეტის შექმნა,შეცვლა,შენახვა.ჩემს 14 წლიან პედაგოგიურ პრაქტიკაში პირველად ვარ ცოტა დაბნეული,რთული მეჩვენება პროექტის წერა, მაგრამ იმედი მაქვს ,ისევე დავძლევ როგორც სხვა ყველაფერი.სხვა გზა არ გვაქვს,რთული გამოწვევების წინაშე ვარ.

Saturday, February 25, 2017

დღე მეორე

განვიხილეთ 21 საუკუნის დოკუმენტები, ვნახეთ პროექტის შექმნის შაბლონი, გავხსენით ეროვნული სასწავლო გეგმა და ვნახეთ ჩვენი საგნის სასწავლო სტანდარტები და ინდიკატორები,რომლებიც პროექტის დაწერისას დაგვჭირდება.ინრერნეტი სუსტია,დავალებას დროულად ვერ ვასრულებ.